კომპანიის შესახებ
მსოფლიოსა და განსაკუთრებით საქართველოში, სასურსათო ბაზარი გაჯერებულია ქიმიურად დაბინძურებული და დაბალი კვებითი ღირებულების მქონე ხილითა და ბოსტნეულით. წლების განმავლობაში ეს პრობლემა უფრო და უფრო მწვავედ იჩენს თავს, ფიტავს ადამიანის ორგანიზმს, იწვევს ვიტამინების დეფიციტსა და საბოლოო ჯამში უჯრედულ დონეზე ორგანიზმის ფარულ შიმშილს. ზემოთ აღნიშნული, თავის მხრივ , იწვევს სხვადასხვა დაავადებას წლების განმავლობაში და აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას.
ამ პრობლემის ერთადერთი მოგვარების გზა კომპანია ნოვაგს, წლების განმავლობაში ესახებოდა ბიოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ხილისა და ბოსტნეულის მიწოდება ბაზრისათვის. ორგანიზაცია დაარსდა 2020 წელს და დაიწყო მცირე ფართობზე ბიოლოგოურად სუფთა, ორგანული მარწვის მოყვანა და მიწოდება ქართული ბაზრისათვის. პროდუქტზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე , ბოლო 2 წლის განმავლობაში შპს ნოვაგმა გაზარდა წარმოება და ამ ეტაპზე მეურნეობა განთავსებულია 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ამ ტერიტორიაზე კომპანიას მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული და კენკრა.
„ნოვაგის“ ორგანული პროდუქტები იზრდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ბიო მეურნეობა არ გულისხმობს მხოლოდ უარის თქმას შხამქიმიკატებზე, ეს ნიშნავს ნიადაგის და გარემოს სიჯანსაღეს, ეკოსისტემის ხელშეწყობას, უნარჩენო წარმოებას, ციკლის მთლიანობას და ზრუნვას მომავალზე.
კომპანია წარმოების პროცესში არ იყენებს არანაირ შხამ-ქიმიკატს. მავნებელ დაავადებებთან ბრძოლისათვის იყენებს მხოლოდ სასარგებლო მწერებს, მავნებლის ბუნებრივ მტაცებელს/მტერს, ასვე სასარგებლო ბაქტერიებსა და სოკოებს, ანუ ცოცხალ ორგანიზმებს. მცენარის საკვებად კი მხოლოდ ორგანული წარმოშობის სასუქებს.
კომპანია ზრუნავს საუკეთესო ბიო პროდუქტის მიწოდებაზე, რადგან სჯერა რომ ის, რაც მომხმარებლის მაგიდაზე ხვდება, პირდაპირ აისახება მის ყოველდღიურობასა და ცხოვრების ხარისხზე.
„ნოვაგი“ – გემრიელი და ჯანსაღი ცხოვრების არჩევანია.
What They Say
Bonnie Tolbet
There are many variations of passage of available but the majority have suffered alteration in some form by injected humor or randomed.
Sarah Albert